|
2017-11-30 13:13:59, 1724 ნახვა
კომენტარი
კელი სააკაშვილის შესაძლო დაკავებაზე: უკრაინამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა. როგორც კელიმ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილი უახლოეს დღეებში უნდა დააკავონ, მისთვის უცნობია. ელჩმა დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინამ კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედოს. "მე არ მინახავს ინფორმაცია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა გეტყვით, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ჩვენი პარტნიორია და ამერიკის შეერთებული შტატები მისთვის ინვესტიციებს ახორციელებს. პირველ რიგში რასაც ჩვენ მოველით უკრაინისგან ეს არის კანონის დაცვა და მისი უზენაესობის პატივისცემა. ნებისმიერ პიროვნებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, სამართლიანად და კანონის დაცვით უნდა გადაწყდეს", - განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა. ცნობისთვის, მანამდე ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი უკრაინული მედია სააგენტო Strana.ua ავრცელებდა. მედიის ცნობით, ოდესის ყოფილი გუბერნატორის დეპორტაცია ახალ წლამდე მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)