|
2017-11-30 12:18:24, 1654 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ათ თვეში 4,9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა, ხოლო ათ თვეში 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც პრემიერის შეფასებით, რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგია: ,,კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა. წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5,7 % შეადგინა. ათ თვეში 4,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი დინამიკა შევქმნათ ეკონომიკაში და დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმი, რომელიც ჩატარდა, პროექტები, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც იგეგმება, შექმნის გაცილებით უფრო მეტ დინამიკას და ჩვენ მომავალ წელს, ყველა საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაკეთებული პროგნოზით, გველოდება კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვინაიდან ჩვენ წელს მათ მოლოდინებს მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ. უნდა ვეცადოთ, მომავალ წელსაც ყველაფერი გავაკეთოთ, რათა პროგნოზებს დადებითი კუთხით გავცდეთ“,-აღნიშნა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,9 პროცენტი შეადგინა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ,2017 წლის ოქტომბერში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ხოლო კლება დაფიქსირდა მშენებლობასა და უძრავი ქონებით ოპერაციების სფეროებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)