|
2017-11-30 10:40:57, 1924 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი: ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება და ეს საკითხი დახურულია
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დარჩება და ეს საკითხი სამუდამოდ დახურულია, - ამის შესახებ ლავროვმა იტალიურ გამოცემა Libero-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ლავროვმა განმარტა, ცხადი გახდა, რომ რეფერენდუმის წყალობით და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ნახევარკუნძულის მცხოვრებლებმა თავიდან სამოქალაქო ომი აიცილეს. "მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ყირიმის ხალხის თავისუფალ, დემოკრატიულ ნებაზე, რომლებმაც არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ გააკეთეს. თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის ეს ფორმა იყო ერთადერთი შესაძლო გზა, რათა ამ ხალხის სასიცოცხლო ინტერესები უკრაინის ეროვნულ-რადიკალური ელემენტებისგან დაგვეცვა", - აღნიშნა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით" განკარგულებას ხელი მოაწერა. ბრძანების თანახმად, "ყირიმის რესპუბლიკის" აღიარება 16 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)