20:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 20:23:53, 2152 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამამ 5-დღიანი ტურნე დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, 5-დღიანი ტურნე დაიწყო.

CNN-ის ინფორმაციით, ობამა ჩინეთს, ინდოეთსა და საფრანგეთს ეწვევა. პეკინში, იგი  ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება. ასევე, ექსპრეზიდენტი შანხაიში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ ფორუმზე  სიტყვით გამოვა.

ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ბარაკ ობამა ქვეყნის პრემიერს შეხვდება. პარიზში  ობამას რამდენიმე გამოსვლაა დაგეგმილი. ფრანგული მედიის ცნობით, ობამას ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში ვახშამზე უმასპინძლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics