21:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 20:19:54, 2291 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილმა უკრაინის მოსახლეობას მისი დაკავების შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებისკენ მოუწოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, მისი დაპატიმრების შემთხვევაში სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირება მოახდინონ.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შენობების პიკეტირება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

"იმ დღეს და იმ შემთხვევაში თუ დამაპატიმრებენ, მე მოვუწოდებ მოსახლეობას, სახელმწიფო უწყებების ასევე  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის პიკეტირება მოაწყონ. მე მოვუწოდებ ადამიანებს, რომლებიც 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლას აპირებენ, რომ არ შეშინდნენ. ეს არ არის სააკაშვილის მარში. თუ სააკაშვილი დაკავებული იქნება - მაინც მოდით", - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი დაკავების განკარგულება გასცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics