|
2017-11-29 19:38:04, 1704 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: ნებისმიერი პოლიტიკური ძალის პრეტენზიის შემთხვევაში, ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას გამოვრიცხავ
სახალხო დამცველის კანდიდატის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, პოლიტიკური შეფასების გაკეთებას გამორიცხავს. როგორც ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა. სახალხო დამცველი მხოლოდ სამართლებრივი ტერმინებით და დასაბუთებული არგუმენტებით უნდა საუბრობდეს: „მინდა, განვაცხადო, რომ როგორც სახალხო დამცველის კანდიდატი, ვისაუბრებ მხოლოდ იმ სამართლებრივი ტერმინებით და შეფასებებით, რაც დადგენილია ადამიანის უფლებების სფეროში და სტანდარტით. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, იქნება ეს მმართველი ძალა, თუ ოპოზიური პარტიები, გამოვრიცხავ ჩემი მხრიდან პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, რადგან მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველი უნდა საუბრობდეს მხოლოს სამართლებრივი ტერმინებით და დასაბუთებული არგუმენტაციით“,-აღნიშნა ნინო ლომჯარიამ. სახალხო დამცველის კანდიდატ ნინო ლომჯარიას ამწუთებში კანონმდებლები უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)