23:37 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 14:06:48, 882 ნახვა

რეგიონი
იტალიაში ოკუპირებული აფხაზეთის „დიპლომატიური წარმომადგენლობა“ გაიხსნა

იტალიაში ოკუპირებული აფხაზეთის „დიპლომატიური წარმომადგენლობა“ გაიხსნა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის კან ტანიას ინფორმაციით, ე.წ. წარმომადგენლობას აკრედიტაცია გავლილი არ აქვს.

„იტალიაში ჩემი ყოფნის მთავარი მიზანი - იტალიაში და ევროკავშირში აფხაზეთის რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის რეგისტრაციის დასრულებაა. აღსანიშნავია, რომ კლასიკური დიპლომატიური ფუნქციები წარმომადგენლობას არ ექნება, რადგან მას აკრედიტაცია არ აქვს გავლილი, რაც გამოწვეულია იმით, რომ იტალიას აფხაზეთის დამოუკიდებლობა ჯერ არ უღიარებია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის პოზიცია გავაცნოთ“, - განაცხადა კან ტანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics