|
2017-11-29 13:56:57, 1664 ნახვა
კომენტარი
ნარჩემაშვილი: რომ დაჩქარებულიყო ოპერაციის მსვლელობა, თვით სპეცრაზმელებში გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას წარმატებულად აფასებს. ნარჩემაშვილის თქმით, ასეთი ოპერაციის შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რაც შეეხება ერთი სპეცრაზმელის გარდაცვალებას, ნარჩემაშვილის განცხადებით, სამწუხარო ფაქტია, თუმცა ყოველი სპეცრაზმელისთვის მოვლენების ასეთი განვითარება მათი ყოველდღიურობაა: „შესაძლებელია ყოფილიყო დიდი მსხვერპლი.ასეთი ოპერაციების შეფასებისას ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ასეთი მსხვერპლი აცილებული იქნა შესაბამისი სამსახურების მოქმედებების შედეგად. რაც შეეხება სპეცრაზმელების მოქმედებას და ერთი სპეცრაზმელის გარდაცვალებას, ყოველი სპეცრაზმელისთვის მოვლენების ასეთი განვითარება არის მათი ყოველდღიურობა და ეს მათ ძალიან კარგად იციან“,-აღნიშნა ნარჩემაშვილმა. მისივე შეფასებით, რომ დაჩქარებულოიყო ოპერაციის მსვლელობა, სპეცდანიშნულების რაზმის შემადგენლობაში გაცილებით მეტი მსხვერპლი იქნებოდა. „არა ერთი და ორი.ასე რომ, ოპერაციის ეს ნაწილი ჩატარდა წარმატებულად. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ლიკვიდირებული ადამიანების იდენტიფიცირებას, გვმართებს მოთმინება, უნდა ვაცადოთ საგამოძიებო ორგანოებს“,-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)