|
2017-11-29 12:29:06, 2042 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთებას, მერიის მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება
აქცია, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებმა თბილისში მდებარე ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს, თბილისის მერიის მიერ არ არის ნებადართული, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მოქალაქეებს საკუთარი პროტესტის გამოხატვა უფრო ცივილური გზით შეეძლოთ და არა ძეგლების შეურაცხყოფით. „ეს აქცია მერიიდან არ არის ნებადართული, ორგანიზებული მითუმეტეს. ჩვენ ამას რასაკვირველია, არ მივესალმებით. ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა სურდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფით. ამდენად, აღნიშნულ ფაქტს ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება, იმიტომ, რომ ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ვიცე-მერის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციები გავრცელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)