20:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 11:06:08, 1669 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ხეების მოასფალტება, რაღაც სიახლეა - ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ

თბილისის მერი კახი კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას,  ხეების მოასფალტების საკითხს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, უცნობია, კომპანიამ შეცდომა დაუშვა, თუ ეს მიზანმიმართულად გააკეთა. თუმცა, მერის შეფასებით,  ხეები მიზანმიმართულადაა მოასფალტებული.

კალაძე აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს და აცხადებს, რომ ხეებთან დაკავშირებით ასეთი ქმედება დაუშვებელია:

„ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული ფოტოები გავრცელდა, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, ხეები მოასფალტდა. თუ შეცდომაა, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. მინდა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics