|
2017-11-28 18:16:59, 761 ნახვა
სამხედრო
პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ დაიწყო
პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორგანიზაციული კლიმატის შეფასება“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროში პროექტის თანახელმძღვანელებსა და მხარდამჭერებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის მოადგილემ პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ასევე, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა. პროექტი სამწლიანია და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებით ხორციელდება. მას შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ესპანეთის შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების, პრემიერ მინისტრის აპარატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვლევების წარმოების კუთხით. პროექტის განხორციელების პროცესში ნატო-დან, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან ექსპერტები ჩაერთვებიან. პროექტის შედეგებს სხვა სახელმწიფო უწყებებსაც გაუზიარებენ. (NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)