12:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 17:02:16, 1740 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ საქართველო შანხაის იმპორტ-ექსპორტის გამოფენაზე მიიწვია

საქართველო 2018 წელს შანხაიში იმპორტ-ექსპორტის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

ქართულმა მხარემ მოწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილისგან მიიღო - ციენ ქემინგი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს ესწრება.

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილესთან დღეს ფორუმის ფარგლებში შეხვედრა გამართა.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ციენ ქემინგისგან მიიღო მოწვევა გამოფენაზე, სადაც ქართულ მხარეს სპეციალური სტატუსი ექნება. მინისტრის განცხადებით,  საქართველოს საშუალება ექნება, გამოფენაზე ის ძირითადი ქართული პროდუქცია წარადგინოს, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შესაძლოა  საინტერესო იყოს. „მათ შორის ეს არის ქართული ღვინო, სადაც მხოლოდ წელს ჩვენ გვაქვს 80%-ზე მეტი ზრდა ჩინეთის ბაზარზე, მინერალური წყლები და რა თქმა უნდა, ტურისტული მომსახურება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics