|
2017-11-27 10:47:46, 1769 ნახვა
კომენტარი
„ლეოგრანდის” მფლობელი: უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება - ამასთან დაკავშირებით სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა
სასტუმრო0 "ლეოგრანდის" მფლობელის ეროლ ავგორენის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა. როგორც ავგორენმა აღნიშნა, "ლეოგრანდი" ყველა სტანდარტს შეესაბამებოდა. ამასთან, სასტუმროს მფლობელმა ხანძრის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. "11 ადამიანი დავკარგეთ. ძალიან დიდი მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპული ადამიანების, ოჯახების წინაშე. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, საერთოდ არ გვიძინია. დღეს არის გლოვის დღე და გამომდინარე აქედან, მათ ოჯახებში მისვლას ვაპირებთ. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ, რაც აუცილებელი და საჭირო იქნება დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პოლიციას, ასევე სახანძრო განყოფილებას, რომლებმაც ასე თავდადებით იმუშავეს. ჩამოსული იყო პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა მინისტრები, აქ იყო აჭარის მთავრობის თავმდჯომარეც და ჩვენ მათთან ერთად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და "ლეოგრანდში" დასაქმებული პერსონალი არ განთავისუფლდება სამსახურიდან და გააგრძელებენ მუშაობას. დეტალურად ადვოკატები ისაუბრებენ, მაგრამ მოკლედ მინდა ვთქვა, რომ სასტუმრო შეესაბამება სტანდარტებს ",- განაცხადა ავროგენიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)