|
2017-11-25 11:49:06, 2614 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 1.1 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად 1.1 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ The Guardian იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საუბარია, ევროკავშირის სპეციალურ სამუშაო ჯგუფზე "East StratCom Task Force", რომელიც რუსულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, 2015 წელს შეიქმნა. აღნიშნული ჯგუფი ევროკავშირის 2018-2020 წლის ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს. დაფინანსების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ მიიღეს. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროპის ერთ-ერთი რეალური პრობლემა "კიბერ-თავდასხმები, ყალბი სიახლეები და ჰიბრიდული ომია." "ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ამავდროულად პატიოსნად. თუკი ჩვენ გვინდა დავიცვათ საკუთარი თავი, თუ გვინდა ჩვენი პარტნიორების დახმარება, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შიგნით არსებული საფრთხე", - განაცხადა ტუსკმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)