|
2017-11-24 18:38:22, 2867 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის რეპრესიების გამო, თურქეთიდან გაქცეული ოჯახი, ზღვაში დამხრჩვალი იპოვეს
კუნძულ ლესბოსზე თურქეთის 5 მოქალაქის ცხედარი იპოვეს, რომლებმაც ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის რეპრესიების გამო სამშობლო დატოვეს, - ამის შესახებ Euronews იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ბერძენმა სამართალდამცველებმა 40 წლის ჰუსეინ მადენის, მისი მეუღლის და 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, გარდაცვლილებმა თურქეთი დევნის გამო დატოვეს. ისინი ნავით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ნავი აყირავდა. სწორედ ეს გახდა მოქალაქეების გარდაცვალების მიზეზი. მედიის ცნობით, ჰუსეინ მადენი და მისი მეუღლე თურქეთში მასწავლებლებად მუშაობდნენ. გარდაცვლილთა შორის არიან მათი შვილები: 13 წლის, 10 წლის და 7 წლის. მადენი მეუღლესთან ერთად 2016 წელს სამხედრო პუტჩის დროს გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად მათ მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან კავშირი დაუსახელეს. აღნიშნული ოჯახის გარდაცვალების ფაქტს ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი გამოეხმაურა: "რამდენი ბავშვი უნდა დაიხრჩოს ზღვაში, იმისათვის, რომ თურქეთში ბოლოს და ბოლოს დემოკრატია და კანონის უზენაესობა დამკვიდრდეს?" ფაქტი უფლებადამცველმაც შეაფასა: "ზღვამ მათი ცხედრები კი არ გამორიყა, სინამდვილეში ეს ჩვენმა ადამიანურმა ღირსებამ განიცადა კრახი". ცნობისთვის, გუშინ თურქეთის ხელისუფლებამ კიდევ 99 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ. ქვეყნის პრეზიდენტი 2016 წელს მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სწორედ გიულენს ადანაშაულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)