|
2017-11-24 16:25:03, 2504 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში, მეჩეთში განხორციელებული ტერაქტის შედეგად სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა
ეგვიპტეში ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 54 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Sky News Arabia იუწყება მედია საშუალების ცნობით, ტერაქტის შედეგად 85 ადამიანი დაშავდა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ Reuters-ი და ადგილობრივი ტელეკომპანია Nile News-ი. სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა რიცხვმა 75-ს მიაღწია, ხოლო ტელეკომპანიის ინფორმაციით დაშავდა 150 ადამიანი. თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა. ტერორისტები მეჩეთში წირვის დროს შეიჭრნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედოს. ამის შემდეგ მათ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს. აღსანიშნავია, რომ სხვა მედია საშუალებები დაღუპულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ და წერენ, რომ ტერაქტის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)