|
2017-11-23 16:39:35, 2374 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: მთავარია, პარლამენტმა ომბუდსმენად სამოქალაქო სექტორისთვის მისაღები კანდიდატი დაასახელოს
„ვფიქრობ, რომ ის კანდიდატები, რომლებიც დასახელებულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, არიან საკმაოდ ღირსეული კანდიდატები“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილმა კანდიდატებმა თავიანთი საქმიანობის განმავლობაში, ადამიანის უფლებების მიმართ ერთგულება დაამტკიცეს. „ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორმა მნიშვნელოვანი და პოზიტიური პროცესი გაიარა, როდესაც ოთხ კანდიდატზე ჩამოყალიბდა. მივიჩნევ, რომ პარლამენტის მხრიდანაც იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება, თუ გაითვალისწინებს ამ შემოთავაზებას და სახალხო დამცველი შემოთავაზებული კანდიდატებიდან დასახელდება, ვინაიდან, სახალხო დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ორგანო და თანამდებობის პირია, ის ყველაზე ახლოს არის სამოქალაქო სექტორთან და ყველაზე მჭიდროდ მას უწევს სწორედ სხვა კონსტიტუციური ორგანოებიდან არასამთავრობო სექტორთან საქმიანობა. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდება ამ ოთხიდან რომელიმე კანდიდატზე, მე კონკრეტული, გამოკვეთილი ფავორიტები არ მყავს. მთავარია, რომ არასამთავრობო სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მისაღები პირებიდან ერთ-ერთის დასახელება მოხდეს პარლამენტის მიერ“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატურა შესთავაზეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)