|
2017-11-23 14:32:01, 2751 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი თვლის, რომ მის დამარცხებაში კრემლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ჰილარი კლინტონის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი რუს ჰაკერებს აქეზებდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. როგორც კლინტონმა აღნიშნა, ტრამპის გამო, ჰაკერები ცდილობდნენ, მის წინააღმდეგ რაიმე სამხილი მოეპოვებინათ. „რუსმა ჰაკერებმა, რომლებსაც მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აქეზებდა, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩემ წინააღმდეგ რაიმე სამხილი ეპოვათ. რომ აშშ კიბერთავდასხმებს ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან და ჩინეთიდანაც მოელოდა, თუმცა ამერიკულ დემოკრატიას მხოლოდ რუსეთმა შეუტია“, - განაცხადა კლინტონმა. გარდა ამისა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ახალი წიგნი „რა მოხდა“ (What Happened) გამოსცა. კლინტონი თავის მემუარებში დონალდ ტრამპთან დამარცხების მიზეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის დამარცხებაში კრემლმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის შეფასებით, რუსეთი ინტერნეტს დასავლეთის დესტაბილიზაციისა და დემოკრატიის განადგურებისთვის იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)