|
2017-11-23 14:03:14, 1871 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია: სპეცოპერაციის თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები დაუშვებელია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია გუშინდელ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, მომხდართან დაკავშირებით ნიშნისმოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები ყოვლად დაუშვებელია. „ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს, რომ ოპოზიციასთან კინკლაობის თემად არ გახადოს ეს და ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რომ ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული. სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები. არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვები, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. ჯერ ფაქტები არ ვიცით რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასებები, თუ რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვიდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის. საქმის რაღაც ნაწილი, შეიძლება ვერ გახდეს საჯარო, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისთვის და არც ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, გუშინ, გაბრიელს სალოსის გამზირზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცოპერაციის შედეგად, ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 1 პირი დააკავეს, 3 კი, ლიკვიდირებულია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)