|
2017-11-21 20:35:40, 2988 ნახვა
მსოფლიო
ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგა
ზიმბაბვეს პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სპიკერის ინფორმაციით, მან პრეზიდენტისგან გზავნილი მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ ის თანამდებობას ტოვებს. ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა, რომელიც 37 წელია პოსტს იკავებს, ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვუ თანამდებობიდან გაათავისუფლა. იგი მუგაბეს მემკვიდრედ მიიჩნეოდა. მას ბრალად გადატრიალების მცდელობა ედება. შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 14 ნოემბერს მძევლად აიყვანეს. ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)