|
2017-11-21 18:28:09, 2785 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, სარჩელი წარმოებიდან მოხსნა
უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სარჩელი, წარმოებიდან მოხსნა, - ამის შესახებ Strana.ua იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხს საერთოდ არ განიხილავენ, თუმცა მისი განხილვა გაჭიანურდება. მედიის ცნობით, მოსამართლე ტატიანა შიპულინა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი უნდა განეხილა, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოდან პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ახალ უზენაეს სასამართლოში გადადის სამუშაოდ. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. ექს-გუბერნატორი მისთვის მოქალაქეობის წართმევას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)