|
2017-11-21 18:15:47, 2606 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი ბაშარ ალ-ასადს სოჭში შეხვდა - „მადლობა მხარდაჭერისთვის, ამას არ დავივიწყებთ“
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიის ლიდერს ბაშარ ალ-ასადს სოჭში შეხვდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუტინმა სირიის პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს წარუდგინა. მედიის ცნობით, რუსეთის ლიდერმა კოლეგას ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები მიულოცა. როგორც პუტინმა განაცხადა, რუსეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში მალე დასრულდება და სირია "ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვებას იზეიმებს". მანვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასადთან მოლაპარაკებებს სატელეფონო ფორმატშიც გააგრძელებს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც გაესაუბრება. თავის მხრივ ასადმა პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა : "ჩვენ ამას არ დავივიწყებთ" და განაცხადა, რომ "ახლა პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე უნდა იზრუნოს".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)