21:37 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 12:51:29, 2275 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში კრიზისი გრძელდება - ანგელა მერკელი ქვეყანაში კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების მომხრეა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყანაში კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების მომხრეა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მერკელი ქვეყანაში აღებული კრიზისიდან ამომავალ გზას სწორედ არჩევნებში ხედავს.

როგორც კანცლერმა განმარტა, იმის გამო, რომ ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ, კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით ვერ შედგა, ქვეყანაში კრიზისული მდგომარეობაა.

ამასთან, მერკელი ვერ ხედავს აუცილებლობას იმაში, რომ მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, პოსტი დატოვოს. ანგელა მერკელი თვლის, რომ უმცირესობით წარმოდგენილი ხელისუფლება ნაკლებად სასარგებლო იქნება მმართველობის მხრივ.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს ანგელა მერკელის კანცლერობის 12 წლის განმავლობაში პირველი კრიზისული პერიოდია.

ცნობისთვის, კოალიციური მთავრობის შექმნაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ გამოუღიათ. პარტიებმა საკვანძო პრობლემებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს. თუ პარტიათა შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, გერმანიაში ახალი არჩევნები დაინიშნება და მერკელის შეცვლა შესაძლოა მისივე პარტიამ მოისურვოს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში მიმდინარე წლის სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მერკელი ცდილობს დემოკრატიულ პარტიასთან და მწვანეებთან კოალიციის შექმნას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics