|
2017-11-21 12:33:14, 2551 ნახვა
კომენტარი
რამზან კადიროვი: კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და სტალინის ნეშტი საქართველოს გადავცეთ
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, - ამის შესახებ Interfax იუწყება. როგორც კადიროვმა განმარტა, იოსებ სტალინი ქართველი იყო და თავის სამშობლოში უნდა დაიკრძალოს. „რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ, რათა სამშობლოში დაასაფლავონ. საქართველო საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო, რომელსაც იოსებ სტალინი ხელმძღვანელობდა. ამიტომ, მგონია, რომ ლოგიკური და სამართლიანი იქნება, თუ საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა დაასაფლავოს სტალინი, ხოლო რუსეთის მილიონობით მცხოვრები თავისუფლად ამოისუნთქავს, როდესაც გაიგებს, რომ სტალინის სულმა რუსეთი დატოვა", - აღნიშნა კადიროვმა. ცნობისთვის, საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსი 1953 წლის 5 მარტს ინსულტით გარდაიცვალა. 9 მარტს მისი ნეშთი ლენინის გვერდით მავზოლეუმში დაასვენეს. 1961 წლის 31 ოქტომბერს სტალინის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოასვენეს და კრემლის კედელთან დაკრძალეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)