|
2017-11-21 10:45:30, 1811 ნახვა
კომენტარი
სერგო რატიანი: ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა
,,ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა’’ ,-ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საქმეს. „საგარეო უწყება არ იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მათი მოვალეობაა დაიცვან საქართველოს მოქალაქეების უფლება, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს საელჩომ უკრაინაში 3 დღიანი დუმილის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საელჩომ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს, უკრაინიდანსაქართველოს რვა მოქალაქის სამშობლოში იძულების წესით დაბრუნების თაობაზეინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებელი კომუნიკაცია დაამყარა და მოცემულიმომენტისათვის აგრძელებს პერმანენტულ კავშირს, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთასამინისტროსთან, ასევე ყველა სხვა პროფილურ უწყებასთან.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულიინფორმაციის თანახმად, ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენდაბრუნებულნი საქართველოში, - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინისეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნისუკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას. საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას და მოელის, რომსაქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესში, მაქსიმალურად იქნებადაცული ყველა სამართლებრივი ნორმა და საქართველოს მოქალაქეების უფლებები“,-აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)