19:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-18 14:29:44, 2718 ნახვა

მსოფლიო
„მუგაბეს ერა დასრულდა“ - ზიმბაბვეში პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო მარში მიმდინარეობს

ზიმბაბვეს დედაქალაქ ჰარარეში პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ საპროტესტო მარში მიმდინარეობს, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

აქცია მშვიდობიან ფორმატში ტარდება. მარშის მონაწილეები მუგაბეს გადადგომის მოთხოვნით, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიემართებიან.

ამასთან, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ აქციას მხარს დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ ზიმბაბვეში, სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტი, რობერტ მუგაბე 14 ოქტომბერს მძევლად აიყვანეს.

ამასთან, სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი სამხედროებმა სცემეს და საინფორმაციო გამოშვების ეთერში გასვლაც ჩაშალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics