|
2017-11-18 13:40:18, 2711 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონი კატალონიის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი რეგიონში 21 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი რეგიონალურ არჩევნებში კენჭს პარტია "ერთად კატალონიისთვის" სახელით იყრის. ის პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება. გარდა ამისა, არჩევნებში გენერალიტეტის 13 ყოფილი წევრიც მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უკვე დაკავებული წევრები არიან. მედიის ცნობით, ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ყოფილი წევრების ოპონენტები იქნებიან ის პოლიტიკოსები ვინც კატალონიის დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან. ცნობისთვის, კატალონიაში რეგიონალური არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება. მათი დანიშნვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედა და რეგიონს ავტონომია ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)