|
2017-11-17 17:58:41, 2701 ნახვა
მსოფლიო
The Telegraph: ანგელა მერკელის კანცლერობას საფრთხე ემუქრება
გერმანიის კანცლერის პოზიციაზე ანგელა მერკელის მომავალი კითხვის ნიშნნის ქვეშ დგას, - ამის შესახებ The Telegraph იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, კოალიციური მთავრობის შექმნაზე ხანგრძლივ მოლაპარაკებებს შედეგი ჯერ არ გამოუღიათ. პარტიებმა საკვანძო პრობლემებზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და დღის წესრიგში საკითხი მერკელის მომავალზე პირველად დადგა. მედიის ცნობით, თუ პარტიათა შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, გერმანიაში ახალი არჩევნები დაინიშნება და მერკელის შეცვლა შესაძლოა მისივე პარტიამ მოისურვოს. გამოცემა წერს, რომ ბერლინში გამართულ მარათონზე მერკელი ძალიან დაღლილად გამოიყურებოდა. "ჩვენ ამას შევძლებთ. ეს ძალიან რთული საკითხია, თუმცა მისი დარეგულირების აუცილებლობა არსებობს და ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კანცლერმა. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი არჩევნების ჩატარების შიშით, ისინი საერთო ენის გამონახვას მაინც შეძლებენ. ცნობისთვის, გერმანიაშ მიმდინარე წლის სექტემბერში ბუნდესტაგის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მერკელი ცდილობს დემოკრატიულ პარტიასთან და მწვანეებთან კოალიციის შექმნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)