|
2017-11-17 13:01:27, 2499 ნახვა
მსოფლიო
პარიზში ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს - მათი უმეტესობა ქართველია
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების 35 წევრი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, - ამის შესახებ bfmtv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნების ე.წ. კანონიერი ქურდები არიან. მედიის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფი ძირითად სიგარეტის კონტრაბანდით, ბინების გაქურდვით და ქურდობით იყო დაკავებული. Bfmtv წერს, რომ აღნიშნულ დაჯგუფებასთან დაკავშირებით გამოძიება 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ასევე საფრანგეთში საქართველოს საელჩო, ევროპოლი და ინტერპოლი იყო ჩართული. ფრანგმა სამართალდამცველებმა სულ 35 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 8 ქალი. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია. დაკავებულებს შორის არიან კანონიერი ქურდები ქუთაისიდან. არსებული ინფორმაციით, ისინი გამოძალვით, ქურდობით და ადამიანების ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული. ფრანგული მედია იტყობინება, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს. პარიზის გარდა ოპერაცია ასევე იტალიის სამხრეთ ნაწილში, კალაბრიაში ჩატარდა. პოლიციის წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებას უძრავი ქონება იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰქონდა. გარდა ამისა, ცნობილი, გახდა, რომ დაჯგუფებას ფულის გათეთრების სპეციალური სქემა ჰქონდა. ამისათვის ისინი პარიზში არსებულ სამშენებლო კომპანიას იყენებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)