18:22 - 26 May, 2026
|
2017-11-15 19:36:22, 2336 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
საბერძნეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ბერძნული მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 10 ჰოსპიტალიზებულია. სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ცნობით, არიან ასევე დაკარგულებიც. ატიკას რეგიონში გადაუღებელი წვიმის შემდეგ, მდინარეები ადიდდა და ათენის შემოგარენში მდებარე დასახლებები დატბორა. ნაწილობრივ დაინგრა სახლები და ნაგებობები. სამ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სიმის კუნძულზეც. თურქეთის საზღვართან მდებარე კუნძულს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რასაც ნაწილობრივი ნგრევა მოჰყვა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)