|
2017-11-15 11:50:47, 722 ნახვა
რეგიონი
პუტინმა და ბიბილოვმა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი განიხილეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა. შეხვედრაზე პუტინი ბიბილოვს „სამხრეთ ოსეთის სუვერენულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დახმარებას დაჰპირდა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონის სასაზღვრო და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავალშიც გააგრძელებს. “სამხრეთ ოსეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მომზადდა 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა. რა თქმა უნდა გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება“, - განაცხადა პუტინმა. ანატოლი ბიბილოვის თქმით, შეხვედრაზე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების საკითხი განიხილეს. „სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში ასამდე შეთანხმება გაფორმდა. სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის საკითხს“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)