21:38 - 26 May, 2026
|
2017-11-14 14:21:21, 2414 ნახვა
მსოფლიო
ირანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 445-მდე გაიზარდა
ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 445-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Press Tv იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად კიდევ 7 ათასი ადამიანი დაშავდა. წითელი ჯვრის მონაცემებით, 70 ათასზე მეტი ადამინი უსახლკაროდ დარჩა. მედიის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ერაყის საზღვართან პროვინცია ქერმანშაჰი იყო. მისი სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდას შეადგენდა. რყევები თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ლიბანში, ისრაელსა და ქუვეითშიც იგრძნობოდა. ირანის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მასობრივად შეწყდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)