|
2017-11-14 13:46:42, 2413 ნახვა
მსოფლიო
ტელეკომპანია Russia Today აშშ-ში უცხოელ აგენტად დაარეგისტრირეს
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის თანახმად, ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ RT იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების დროს უწყება 1938 წელს მიღებული კანონით ხელმძღვანელობდა, რომელიც ნაცისტური გერმანიისგან და მისი პროპაგანდისგან ჟურნალისტების და მედიის დასაცავად შემოიღეს. რუსული ტელეკომპანიის ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანის შეფასებით, ბოლო ვადის დაწესება "კანიბალისტური ზომაა". "სისხლის სამართლის საქმესა და რეგისტრაციას შორის ჩვენ ბოლო ავირჩიეთ. ვულოცავთ აშშ-ის სიტყვის თავისუფლებას და მათ, ვისაც ამის ჯერ კიდევ სჯერა“, – განაცხადა სიმონიანმა. მედიის ცნობით, რეგულაციები მოითხოვს, რომ ტელეკომპანიამ ამერიკის ხელისუფლებას კონტაქტებისა და ხელფასების შესახებ ინფორმაციას მიაწოდოს. პარალელურად, როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, უცხოელ აგენტად რეგისტრაცია ახალი ამბების გაშუქებას არავის უკრძალავს. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჟურნალისტებისა და მედიის წინააღმდეგ "სარკისებურ" ქმედებებს განახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)