08:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 19:48:33, 458 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი: არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი გერმანელ  კოლეგას, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერს შეხვდა.

 შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრა რიგის სამიტის მოლოდინებსა და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივაზე.

ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერმა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესისთვის გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამისთვის წინასამუშაოები უმაღლეს დონეზე იქნა შესრულებული.

„მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები, ეს ძალზედ სერიოზული იყო. ბევრი რამ გაკეთდა და არ გვაქვს მიზეზი, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ“-აღნიშნა შტაინმაიერმა.

 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკომისია საკუთარ დასკვნას წევრ სახელმწიფოებსაც მიაწვდის, რის საფუძველზეც წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს  შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი, იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“, - განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics