|
2017-11-11 15:56:19, 2386 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი ყოფილი პრეზიდენტებისთვის პენსიის შემცირების საკითხს განიხილავს
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტებისთვის პენსიის შემცირების მოთხოვნით კანონპროექტი შევიდა, რომლის ავტორი რესპუბლიკელი ჯონ ჰეისია. როგორც Washington Examiner იუწყება, კანონპროექტს კონგრესი მომავალ კვირას განიხილავს. თუ კანონპროექტმა მოწონება დაიმსახურა და ძალაში შევა, მაშინ ყოფილი ლიდერები პენსიის სახით წელიწადში 200 ათას დოლარს მიიღებენ, მაშინ როდესაც დღეს არსებული პენსია 205 ათას დოლარს შეადგენს. კანონპროექტი მომსახურების ხარჯების შემცირებასაც ითვალისწინებს. მაგალითად ოფისის ქირა, თანამშრომლების ხელფასი შემცირება და სხვა. ამ ეტაპისთვის ყოფილი პრეზიდენტების მომსახურების ხარჯი 500 ათას დოლარს ითვალისწინებს, თუმცა კანონპროექტის თანახმად ის პირველი 5 წლის განმავლობაში 350 ათასამდე უნდა შემცირდეს, ხოლო კიდევ 5 წლის გავლის შემდეგ 250 ათასამდე. ამასთან, მედიის ცნობით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში 10 წლის განმავლობაში დანაზოგი 250 000 დოლარი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)