21:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-10 13:40:48, 2494 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების ნებართვაც მიანიჭა, - ამის შესახებ Ria იუწყება.

მედია საშუალების ინფომრაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა 150 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს, იმისათვის, რომ გამოძიების დასრულებამდე თავისუფლებაზე დარჩეს.

გარდა ამისა, კიდევ 4 ყოფილი დეპუტატი ასევე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ 25 ათასი ევროს ოდენობის გირაო ერთი კვირის განმავლობაში უნდა გადაიხადონ.

გირაოს გადახდის შემთხვევაში პარლამენტის ყოფილმა წევრებმა ყოველი კვირის ბოლოს სასამართლოს უნდა მიაკითხონ, მათ საერთაშორისო პასპორტი ჩამოერთვათ და შესაბამისად ესპანეთის ტერიტორიის დატოვების უფლება არ აქვთ. 

პროცესის დასრულების შემდეგ, პუჩდემონის გარემოცვის წევრებმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარეს.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ყოფილმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას "სიმბოლური ხასიათი" ჰქონდა. რაც შეეხება კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს მასზე საერთაშორისო ორდერია გაცემული. ის ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება. ოფიციალური ბრიუსელი ორდერის შესწავლით არის დაკავებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics