|
2015-05-05 14:57:26, 425 ნახვა
საზოგადოება
„სითი პარკი“: მერიასთან მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარის ინტერესები დაკმაყოფილდება
კომპანია „სითი პარკში“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილება მოხდება. ამის შესახებ „სითი პარკის“ წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში დედაქალაქის მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხის კომენტირებისას განაცხადა. ტაბიძის თქმით, ამ ეტაპზე თბილისის მერიის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი პუნქტების განხილვა მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. „თითოეულ პუნქტს ძალიან ბევრი ქვეპუნქტი აქვს და შესაბამისად, ამჟამად განხილვის პროცესი მიმდინარეობს. თუ რაიმე მიუღებელი იქნება კომპანიისათვის, ამის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილება მოხდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკმაყოფილდება ან არაფერი. ჩვენ ტენდერში იმ პირობებით გავიმარჯვეთ, რაც გამოცხადებული იყო და დღემდე ამ პირობებით ვმუშაობდით“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ. მისივე თქმით, თავად „სითი პარკის“ მხრიდან დედაქალაქის მერიისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით რაიმე წინადადების წარდგენა არ მომხდარა. შეგახსენებთ, თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინა. მერიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანის ნაცვლად, მათი ადგილზე დაჯარიმებაა. კიდევ ერთი მოთხოვნა შემოსავლების განაწილების თანაბრობას უკავშირდება. საუბარია ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. არსებული ინფორმაციით, თბილისის მერია უახლოეს ხანში "სითი პარკის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)