19:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 20:20:48, 2315 ნახვა

მსოფლიო
კატალონიელმა დეპუტატებმა დამოუკიდებლობის გამოცხადებას „სიმბოლური“ უწოდეს

კატალონიის გენერალიტეტის რამდენიმე ყოფილმა წევრმა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებას "სიმბოლური ხასიათი" ჰქონდა, - ამის შესახებ La Vanguardia იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე კატალონიის პარლამენტის სპიკერმა კარმე ფორკადელმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას აღიარებს. ანალოგიური განცხადება, გენერალიტეტის სხვა ყოფილმა წევრებმაც გააკეთეს.

მედიის ცნობით, სასამართლო პროცესი დღეს მადრიდის სასამართლოში, დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

როგორც გამოცემა წერს, სწორედ ამ პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციისთვის დეპუტატებს კენჭი ეყარათ.

ქვეყნის პროკურატურამ პირების წინააღმდეგ საქმე ამბოხის და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით აღძრა.საერთო ჯამში აღნიშნული დანაშაული 48-წლიანი პატიმრობით ისჯება.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სულ 6 ბრალდებულის საქმე იყო წარმოდგენილი.

რაც შეეხება კატალონიის ყოფილ მეთაურს კარლეს პუჩდემონს, ის ამ დრომდე ბელგიაში იმყოფება. ესპანეთს მისი დაკავების ევროპული ორდერი აქვს გაცემული. ბრიუსელი შესაბამისი ზომების მირებამდე, საბუთებს სწავლობს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics