|
2017-11-08 17:39:42, 2720 ნახვა
მსოფლიო
მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვეს
საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ "ნაციონალური ფრონტის" ლიდერს მარინ ლე პენს საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვა, - ამის შესახებ France Info იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, "ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ერთ-ერთმა პალატამ მიიღო, რომელიც 22 დეპუტატისგან შედგება. ცნობისთვის, "ისლამური სახელმწიფოს" ფოტოების გავრცელების გამო საფრანგეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 2015 წლის ერთ-ერთი საქმის ფიგურანტი გახდა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)