|
2017-11-08 17:36:57, 1808 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ქუთაისი ახალი ენერგიით შეუდგება განვითარებას და მიხარია, რომ ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება გიორგი ჭიღვარია
„მიხარია, რომ განახლების პროცესი მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი ახალი ენერგიით შეუდგება განვითარების ახალ ეტაპს და ამ პროცესს სათავეში ჩაუდგება გიორგი ჭიღვარია, რომელიც არის გამორჩეული ადამიანი თავისი პატიოსნებით, საქმისადმი დამოკიდებულებით და გამოცდილებით“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, სახელმწიფო დრამატულ თეატრში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გიორგი ჭიღვარიას წარმატებები უსურვა და მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, თითოეული მხარდამჭერის გვერდში დგომა იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიზნები, რომელიც დაისახა „ქართულმა ოცნებამ“ განხორციელებულიყო. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივნმა შეხვედრაზე აღნიშნა, სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ის, რომ მმართველმა გუნდმა ჩაატარა ძალიან რთული საპარლამენტო არჩევნები და მოახერხა მაღალი შედეგის მიღწევა, ასევე ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც მოსახლეობის 56%-მა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. „ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობა. ქართველი ამომრჩეველი ხედავს, რომ ქვეყანა მიდის წინ და 2012 წლიდან დღემდე ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდი პროგრესს ყველა მიმართულებით - დაწყებული დემოკრატიით, ადამიანის უფლებებით, ეკონომიკური და სოციალური კუთხით ქვეყანა ვითარდება. რა თქმა უნდა, რჩება უამრავი სირთულე და გამოწვევა, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ, რაც მთავარია, ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით და ამას ხედავს და აფასებს ჩვენი ამომრჩეველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას ქუთაისში ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრები.
(NS)
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)