|
2017-11-08 15:15:42, 2299 ნახვა
მსოფლიო
კატალონიაში გენერალიტეტის ყოფილი წევრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს
კატალონიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის წევრებიც გენერალიტეტის ყოფილი წევრების გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომიტინგეებმა ათობით სარკინიგზო და საავტომობილო გზა გადაკეტეს. საერთო ჯამში ამ დროისთვის 35 გზა არის გადაკეტილი. აქციის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერები და კატალონიის დროშები. გარდა ამისა, მომიტინგეებმა სადგურ ჟირინოს შენობა დაიკავეს. სამართალდამცველებმა მათი შეკავება ვერ შეძლეს. ერთ-ერთი ძირითადი სადგურის შენობის პიკეტირების დროს მომიტინგეები სკანდირებდნენ - "თავისუფლება". ორგანიზაციის ორგანიზატორები კატალონიის უმსხვილესი ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრები არიან. მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კარლეს პუჩდემონის დაკავების შესახებ ორდერის უკან გამოთხოვა, რეგიონის მთავრობის ყოფილი წევრების პატიმრობიდან გათავისუფლებაა. მედიიც ცნობით, კატალონიის პოლიცია Mossos d'Esquadra მოსახლეობას მოუწოდებს ავტომობილებით გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. სამართალდამცველები გზებიდან მომიტინგეების გაყვანას ცდილობენ. ასევე, ავტობუსები და მეტრო პერიოდულად შეფერხებით მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)