|
2017-11-08 12:30:09, 2194 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს
უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს, - ამის შესახებ IZ.RU იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი შესწორება დონბასის რეინტეგრაციის კანონში იყო შეტანილი. აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი, უმაღლესი რადას დეპუტატი ივან ვინნიკი გამოვიდა. მედიის ცნობით, დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტს 16 ნოემბერს განიხილავენ. ამასთან, როგორც გაზეთი "კომერსანტი" იტყობინება, რადას დეპუტატების უმრავლესობა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. თუ კანონს ხელს პეტრო პოროშენკო მოაწერს, ამ შემთხვევაში რუსული და უკრაინული დიპლომატიური კორპუსები დაიხურება. "კომერსანტი" წერს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში, რუსეთსა და უკრაინას შორის მედიატორის როლი ბელარუსს ან შვეიცარიას დაეკისრება. ცნობისთვის, პეტრო პოროშენკომ დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტი უმაღლეს რადაში ოქტომბრის დასაწყისში შეიტანა. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთი კიდევ ერთხელ იქნება აღიარებული, როგორც აგრესორი სახელმწიფო და იქნება შემოღებული ტერმინი "რუსული საოკუპაციო ძალაუფლება". გარდა ამისა, კანონპროექტი პრეზიდენტს აძლევს უფლებას, სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს. დოკუმენტი პირველი მოსმენით 6 ოქტომბერს მიიღეს. მას მხარი 233 დეპუტატმა დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)