|
2017-11-04 17:35:08, 6230 ნახვა
Lifestyle
არქეოლოგებმა ხეოფსის პირამიდაში დღემდე უცნობი დარბაზი აღმოაჩინეს
ეგვიპტელი, იაპონელი და ფრანგი არქეოლოგების ჯგუფის მიერ ხეოფსის პირამიდის ცენტრში უცნაური სიცარიელე იქნა აღმოჩენილი. დარბაზი პირამიდის ცენტრშია განლაგებული. მისი ზომა დაახლოებით 30 კვ. მეტრია. აღმოჩენა მიონური რადიოგრაფიის მეთოდის გამოყენებით მოხერხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ოთახი ცარიელი ვერ იქნება, იქ რაღაც არის, მაგრამ რა - უცნობია. საუბარი იმაზე, მისცემენ, თუ არა მეცნიერებს შემდეგი გამოკვლევების უფლებას რთულია. დარბაზი ყველა მხრიდან ჩაკეტილია, მას ცენტრალურ დარბაზთან არც ერთი გვირაბი არ აკავშირებს და იქ მოსახვედრად კედლების ნგრევა გახდება საჭირო. ხეოფსის პირამიდა 4500 წლის წინ იქნა აშენებული და დღემდე შემორჩენილი უძველესი სამყაროს ძეგლთა შორის ყველაზე მასიურია. XIV-ე საუკუნემდე ის ყველაზე მაღალ შენობებს შორის პირველ ადგილს იკავებდა. მსოფლიოს 7 საოცრებიდან მხოლოდ ხეოფსის პირამიდა შემორჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)