|
2015-05-04 19:57:40, 379 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: საკადრო ცვლილებები გარდაუვალია
„საკადრო ცვლილებების ნაწილი, ეს არის გარდაუვალი, ის, რაც ავტომატურად ხდება ხოლმე ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ“,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ევროპის კვირეულის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, შეიცვლება მოადგილეები და მრჩევლები, რას მისივე თქმით, სამინისტროში მნიშვნელოვანი კომპონენტია. „საკადრო ცვლილებების ნაწილი გარდაუვალია. ეს ავტომატურად ხდება ხოლმე ახალი მინისტრის მოსვლით. ეს არის მოადგილეები და მრჩევლები, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია სამინისტროში და ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ცვლილებები იგეგმება. დანარჩენი, მე როგორც ორი დღის განმავლობაში გავარკვიე და დავადასტურე, სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი გადასულია რეორგანიზაციის რეჟიმზე. რეორგანიზაციის დასრულება თვის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. შესაბამის დეპარტამენტთან ერთად ჩავერთვები ამ პროცესში. ვეცდები რაც შეიძლება უფრო სწრაფად დავასრულოთ ეს პროცესი, რომ უწყება გახდეს უფრო ოპტიმიზირებული და უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური იყოს ეს სტრუქტურა“, - განაცხადა ხიდაშელმა. როგორც ხიდაშელმა განმარტა, აღნიშნული პროცესი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო. „კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მინდია ჯანელიძის დროს დაიწყო. უბრალოდ მან ვერ მოასწრო დასრულება და ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)