|
2017-11-03 14:39:02, 1547 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: მეწარმეობის ხელშემწყობმა პროგრამებმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მეწარმეობის ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ისეთი პროგრამის ფარგლებში, როგორიცაა „აწარმეო საქართველოში", ასობით ახალმა საწარმომ დაიწყო ფუნქციერება, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ამაღლებაში და იმპორტის ჩანაცვლების პროცესში. „უმნიშნელოვანესია ის აგროპროექტები, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისივე თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის და ექსპორტის წახალისების მიზნით უნდა აღინიშნოს UNESCO-ს მიერ „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდის" აღიარება მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის ფარგლებში ღვინის მუზეუმის საპატიო მასპინძელად, სადაც ქართული ქვევრი განთავსდა მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში. „ეს იყო აღიარება ქართული ღვინის უნიკალურობისა, რაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა. ქართული ღვინის ასეთი აღიარება ახალ პერსპექტივებს უხსნის მას საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროგრამებზე. კერძოდ, ევროკომისიის მიერ ინიცირებული იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინსტრუმენტი, რომელიც პრაქტიკულად იმეორებს იმ მიდგომებს, რომელიც საქართველომ დანერგა „აწარმოე საქართველოს" პროგრამის ფარგლებში. „ეს არის იმავდროულად ჩვენს მიერ შექმნილი მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამების აღიარება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
(NS)
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)