|
2017-11-03 13:04:01, 2119 ნახვა
მსოფლიო
პუჩდემონი: როგორც კატალონიის მთავრობის ლეგიტიმური თავმჯდომარე, დაკავებული მინისტრების გათავისუფლებას მოვითხოვ
კატალონიის ყოფილი მეთაური კარლეს პუჩდემონი ოფიციალური მადრიდისგან გენერალიტეტის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვს, - ამის შესახებ TV3 იუწყება. პუჩდემონის თქმით, მას აღნიშნული მოთხოვნის ლეგიტიმური უფლება აქვს. "როგორც კატალონიის მთავრობის ლეგიტიმური თავმჯდომარე, მთავრობის დაკავებული მინისტრების გათავისუფლებას მოვითხოვ“, - განაცხადა პუჩდემონმა. მისივე შეფასებით, მინისტრების დაკავება "დემოკრატიაზე თავდასხმა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე განხორციელებული დარტყმაა". ცნობისთვის, ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლო კოლეგიამ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ექს მეთაურის კარლეს პუჩდემონის მოადგილე, ორიოლ ჟუნკერასი დააკავა. გარდა ამისა, ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ყოფილი მეთაურის კარლეს პუჩდემონის დაკავების ორდერიც გასცა. მასთან ერთად ორდერი კიდევ 4 პირზე გაიცა. მანამდე, 27 ოქტომბერს, კატალონიის პარლამენტმა რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. დამოუკიდებლობის რეზოლუციის საპასუხოდ რეგიონს ავტონომიის სტატუსი ჩამოართვა. კატალონიაში ჩატარებული კენჭისყრიდან ერთ საათში ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი თანამდებობიდან გაათავისუფლა და პარლამენტი დაითხოვა. გარდა ამისა, პრემიერმა კატალონიაში საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 21 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, 893 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამართალდამცველებიც. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)