09:31 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 15:09:01, 374 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება: „ISIL“-ის მრიდან განსაკუთრებული სისასტიკის ტერორის მორიგ გამოვლინებას მკაცრად ვგმობთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს შეშფოთებას 2015 წლის 2 მაისს გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვითაც, ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო ერაყსა და ლევანტში„ მიერ ერაყის ჩრდილოეთში მოხდა რელიგიური უმცირესობის, ასობით იეზიდის მკვლელობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ „ISIL“-ის ქმედებები წარმოადგენს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უდიდეს დანაშაულს და მკაცრად გმობს მათი მრიდან განსაკუთრებული სისასტიკის ტერორის მორიგ გამოვლინებას.
"მხარს ვუჭერთ ერაყის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ქვეყანაში სტაბილურობის განსამტკიცებლად და გამოვთქვამთ იმედს, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელი გახდება ამ გამოწვევის დაძლევა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ერაყის მთავრობას",-ნათქვამია საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics