18:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 11:43:21, 434 ნახვა

საზოგადოება
მინდია ჯანელიძე დავით საგანელიძის განცხადებას არ ეთანხმება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის „მოამბის“ ეთერში გუშინ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება, რომლის თანახმადაც ჯანელიძეს მინისტრობის პერიოდში არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დასავლური ორიენტირები ან ეს არ ჩანდა.
როგორც მან  ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ყველა საერთაშორისო აქტივობა, რომლის 90% სწორედ დასავლურია, მაღალ დონეზე მიმდინარეობდა.
ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო  გაძლიერდება.
„მე არ მომისმენია ეს განცხადებები, მაგრამ თუ ეს ასე იყო ნათქვამი, ნება მომეცით არ დავეთანხმო, რადგან ყველა ის აუცილებელი საერთაშორისო აქტივობა  მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო აქტივობის 90% დასავური აქტივობაა. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics