|
2017-10-26 20:07:15, 2380 ნახვა
მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაიფიქრა
კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ აპირებს, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც პუჩდემონმა აღნიშნა, მან განიხილა ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების გამართვის შესაძლებლობა, თუმცა ამ იდეაზე უარი თქვა. მისივე განმარტებით, ის ვერ ხედავს გარანტიებს, რომ მადრიდი კატალონიაზე კონტროლის დაწესებას შეწყვეტს „არ არსებობს არც ერთი გარანტია, რომელიც პარლამენტის ვადამდელი არჩევნების გამართვას გაამართლებდა“, - განაცხადა პუჩდემონმა. მანამდე სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ პუჩდემონი არჩევნებს დანიშნავს. არჩევნების ჩატარების თარიღად 20 დეკემბერი სახელდებოდა. ცნობისთვის, ოფიციალური მადრიდი ხვალ 155-ე მუხლის ამოქმედებაზე იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)