|
2015-05-03 15:07:51, 789 ნახვა
ეკონომიკა
დავით საგანელიძე: ალბათ კიდევ დაგვჭირდება გადავხედოთ, რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში
„ჩვენ, ალბათ კიდევ დაგვჭირდება გადავხედოთ სიტუაციას, რა შეიცვალა ამ ერთი თვის განმავლობაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ქვეყანაშ შემქნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში, მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების შემდეგ, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს საკომიტეტო სხდომაზე მოუსმენენ. „თავისთავად ცხადია, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ყველას გვაღელვებს. ამ ერთი თვის წინ, პარლამენტში იყვნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მოსმენა გაიმართა. ალბათ ჩვენ კიდევ დაგვჭირდება გარკვეულად გადავხედოთ სიტუაციას ამ ერთი თვის განმავლობაში რა შეიცვალა, რა მიდის უკეთესობისკენ, რა არ შეიცვალა და ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა საგანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)